სომხური ყაზახა
იერსახე
სომხური ყაზახა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Muscari armeniacum H.J.Veitch, 1872 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
სომხური ყაზახა (ლათ. Muscari armeniacum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. არ აქვს გამობერილი ყვავილსაფარი, იგი ფორმით კვერცხისებურ-ქოთნისებურია, მუქი ლურჯ-იისფერი, ლურჯი, ცისფერი, იშვიათად – თეთრი. მტევანი მოგრძო-ოვალურია, 4 სმ-მდე სიგრძის. ფოთლები — 2–4, ვიწრო-ხაზური, წვეტიანი, ძირისკენ შევიწროებული. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში გვხვდება ყველა რეგიონში. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე — კლდოვან-ღორღიან ეკოტოპებზე, კირქვებზე, ტყის პირას, ბუჩქნარში.[1] იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 64.
- ↑ ყაზახას სურნელოვანი მტევნები (Muscari). yvavilebismovla.ge. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2021